თეა წულუკიანი: გიორგი პაპუაშვილს მოლანდებები აქვს
29-02-2016, 23:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას, ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის პოლიტიკურად მოტივირებულობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის "ზღაპრების მოყოლის" მცდელობად აფასებს და ამბობს, რომ გიორგი პაპუაშვილი ისე შეწუხდა მარცხით, რომ  "მოლანდებები აქვს".


მინისტრის თქმით, მის გარდა გიორგი პაპუაშვილს დაბალი ქულა კომისიის წევრების უმრავლესობამ დაუწერა. "მე მას დავუწერე დაბალი ქულა, ამიტომ არ გამიკვირდება, რომ მან მოიგონოს ახალ-ახალი ამბები და საზოგადოებას მოუყვეს ზღაპრები. ეს მისი უფლებაა. მე მესმის, რომ მას მალე უმთავრდება მანდატი საკონსტიტუციო სასამართლოში, მე მესმის, რომ მას ძალიან უნდა იყოს სტრასბურგში მოსამართლე, მაგრამ მე რომც არ დამეწერა მისთვის დაბალი ქულა, კომისიის ყველა წევრმა, ერთის გამოკლებით მას დაუწერა ძალიან დაბალი ქულა", -განაცხადა თეა წულუკიანმა.


როგორც წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი პაპუაშვილს დაუსვეს კითხვა, ჰქონდა თუ არა დისკომფორტი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილისგან სიმბოლურ ფასად ძვირადღირებული ბინა მიიღო და გარეთ დატოვა ორი თუ სამი არასრუწლოვანი ბავშვი. "მან თქვა, რომ დისკომფორტი მაინც და მაინც ვერ ექნებოდა. ასეთ ადამიანებს მე მაღალ ქულებს არ ვუწერ. თუ გაბრაზებულია მოიგონებს ზღაპრებს, ეს მისი უფლებაა", - განაცხადა წულუკიანმა.


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი იყო მთლიანად პოლიტიზებული. "თვითონ კომისიის უმრავლესობა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც ისედაც უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ცნობილი არის კომისიის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრის ასევე ალერგიული დამოკიდებულება ჩემს მიმართაც და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებების შემდგომ", - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთეული შეირჩა. კომისიამ გასაუბრების შედეგად, ქულათა ჯამით, ხუთი კანდიდატი შეარჩია - ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი