ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა
29-02-2016, 23:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა საქართველოს წარმომადგენლებსა და თანათავმჯდომარეებს შორის ჟენევაში გაიმართა, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.


საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა შეაფასეს წინა რაუნდის შედეგები და ისაუბრეს მომდევნო, 35-ე რაუნდზე განსახილველი საკითხების შესახებ.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროცესის მიმართ ყველა მონაწილის პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებისა და მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობის აუცილებლობას. აღინიშნა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დროულად აღდგენის აუცილებლობას.


ქართულმა მხარემ თანათავმჯდომარეებს გააცნო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი ვითარება. ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირებულ სამხედრო წვრთნებსა და მილიტარიზაციის ფაქტებს, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების გარანტიებისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას, რათა საბოლოოდ იქნას უზრუნველყოფილი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება.


თანათავმჯდომარეებს მიეწოდათ ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოელი დიპლომატებისათვის გადაადგილებაზე დაწესებული ხელოვნური ბარიერების შესახებ, რაც კიდევ უფრო იზოლირებულს გახდის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დანარჩენი სამყაროსგან და ხელს შეუწყობს მათ დე-ფაქტო ანექსიას რუსეთის მიერ.


ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო, დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების გამო, რომლებიც უხეშად არღვევს იქ მცხოვრები ქართველების ღირსეული ცხოვრების, საკუთრების ქონის, შრომის, თავისუფალი გადაადგილების, ოჯახური ცხოვრებისა და განათლების უფლებებს. საუბარი შეეხო, ასევე, გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის მძიმე შედეგებს. ამ ფონზე, განსაკუთრებულად აღინიშნა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხის სათანადო განხილვის აუცილებლობა.


ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და დაადასტურა პროცესში კონსტრუქციულად მონაწილეობის მზადყოფნა.


ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 35-ე რაუნდი 2016 წლის 22-23 მარტს გაიმართება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი