გლეხები, ფერმერები და კერძო პირები, რომლებიც აქამდე საბუთების ნაკლებობის გამო ვერ ირეგისტრირებდნენ მიწებს, ახალი კანონით ამას მარტივად შეძლებენ
01-03-2016, 00:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები მთავრობას ახალ პაკეტს შესთავაზებენ იმისათვის, რომ გლეხებმა, ფერმერებმა, კერძო პირებმა შეძლონ, უფრო მარტივად დაირეგისტრირონ ის მიწები, რომელთაც აქამდე საბუთების ნაკლებობის, ხარვეზების, სხვა პროცედურების ან, თუნდაც, საფასურების გამო ვერ ირეგისტრირებდენ, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქვეყანაში მოქმედ 400-მდე კერძო საამზომველო კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრაზე განაცხადა.


შეხვედრის მიზანი საამზომველო საქმიანობის რეგულირების წესის შემუშავებაში კერძო კომპანიების ჩართულობა და ახალ ინიციატივებზე შეთანხმება იყო.


ახალი ინიციატივები უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. მათი მიზანი სარეგისტრაციო პრაქტიკაში არსებული პრობლემების აღმოფხვრაა.


იუსტიციის მინისტრის თქმით, სრულდება პაკეტზე მუშაობა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, მარტივად დაირეგისტრიროს მიწა.


„ჩვენ ვასრულებთ მუშაობას იმ მნიშვნელოვან პაკეტზე, რომელსაც მთავრობას შევთავაზებთ ჩვენ და ეკონომიკის სამინისტრო, იმისთვის, რომ ჩვენმა გლეხებმა, ფერმერებმა, კერძო პირებმა შეძლონ, უფრო მარტივად დაირეგისტრირონ ის მიწები, რომელთაც აქამდე საბუთების ნაკლებობის, ხარვეზების, სხვა პროცედურების ან, თუნდაც, საფასურების გამო ვერ ირეგისტრირებდენ. ეს იქნება კომპლექსური პროექტი, რომ კერძო პირების კერძო საკუთრებაში მიწების დარეგისტრირება წახალისდეს და გამარტივდეს. ამისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სწორი აზომვითი ნახაზი. ჩვენ ვიცით, რომ ამზომველები, რომლებიც ამ პროექტში სახელმწიფოს პარტნიორები უნდა იყვნენ, დღეს, სამწუხაროდ, ზომავენ მიწას სხვადასხვა ხელსაწყოთი, იმიტომ, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი; ეს კი იწვევს უზუსტობებს, რაც მოქალაქეს აზარალებს. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ერთიანი სტანდარტი მათთან ერთად. ამიტომაც დღეს საქართველოს რეგიონებიდან მოვიწვიეთ 300-ზე მეტი ამზომველი და მათთან ერთად ვისაუბრებთ იმაზე, რამდენი დრო გვჭირდება იმისთვის, რომ გადავიარაღდეთ; იმისთვის, რომ საფასურები გახდეს გონივრული. გვსურს, მოვისმინოთ მათი აზრი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს აზომვითი ნახაზის დოკუმენტირების წესი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.


ევროპის ქვეყნებში საამზომველო საქმიანობა ზუსტად და მკაცრად რეგულირებული პროფესიაა, რადგან არასწორად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი საკუთრების უფლების დარღვევის წინაპირობა ხდება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ არის დადგენილი აზომვითი საქმიანობის ერთიანი სტანდარტი და საამზომველო საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის სამართლებრივი საფუძვლები. ახალი პაკეტი აღნიშნული ხარვეზის მოწესრიგებას ითვალისწინებს.

კომენტარები: 1
#1   nino chankotadze
      
დზალიან კარგი იქნება თუ ამ პრობლემას მოაგვარებთ
1 მარტი 2016 05:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი