მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დამკვიდრებისთვის ქალთა წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ სასტუმრო "რედისონში"საერთაშორისო კონფერენციაზე "ქალები პოლიციაში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"3 მარტს ჩვენ აღვნიშნავთ დედის დღეს. 8 მარტს აღვნიშნავთ ქალთა დღეს. ეს ღონისძიება საგანგებოდ დავამთხვიეთ დღევანდელ დღეს. შევახსენოთ საზოგადოებას, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობენ ქალები სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათ, რომ თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზება მოახდინონ. ქალი პოლიციელის როლი პოლიციელების ტრადიციულ როლს კიდევ უფრო აფართოებს.
ქალთა როლის გაძლიერება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. უკვე აღარავინ დაობს, რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაში ქალები უნდა იყვნენ ჩართული", - აღნიშნა იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.