ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი შესაძლოა დღეს დაკითხონ. პეტრიაშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ დღეს მას უკვე პალატაში გადაიყვანენ.
როგორც ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა, პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
"პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის არის აბსოლუტურად სტაბილური. მიმდინარეობს მკურნალობა. გამოკვლევები უტარდება იმის მიხედვით, რა მდგომარეობაც არის ამჟამად პაციენტთან. რაიმე სახის დამატებითი ქირურგიული ჩარევა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის", - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.