მე ვიქნები იმის გარანტი, რომ არჩევნები თავისუფალ, ჯანსაღ გარემოში ჩატარდება და მარნეულს ეყოლება ხალხის მიერ არჩეული წინამძღოლი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.
"სახელმწიფომ მიიღო ახალი თვითმმართველობის კოდექსი, რომლითაც ხალხს საშუალება მისცა თვითონ განსაზღვრონ ის პიროვნება, რომელიც მის მუნიციპალიტეტს, მის ქალაქს ყველაზე მეტად სჭირდება," - აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა ადგილობრივებს სოფლის მხარდამჭერი პროგრამა გააცნო და სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში გატარებულ ცვლილებებზე მიაწოდა ინფორმაცია.
"პირველ რიგში ავამოქმედეთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა; დავაზღვიეთ ყველა მოქალაქე და მკურნალობის თანხებს სახელმწიფო იხდის; გავარემონტეთ ბაგა-ბაღები, სკოლები, უფასოდ დავარიგეთ სახელმძღვანელოები; უკვე ბევრგან მოვაგვარეთ წყლის პრობლემა, ვანხორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროქტებს. ასე, რომ სულ მალე სასიკეთო ცვლილებებს ყოველი თქვენგანი იგრძნობს. ეს ის მინიმუმია, რაც სახელმწიფომ უნდა შეგიქმნათ, ესაა ჩემი ვალებულება და ჩვენი მთავრობა ამას აუცილებლად გააკეთებს თქვენთვის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.