გია ვოლსკი: დაშვებულია ბევრი შეცდომა, რომელიც კოალიციას არ უნდა ახასიათებდეს
01-03-2016, 02:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ დაშვებულია ბევრი შეცდომა, რომელიც კოალიციას არ უნდა ახასიათებდეს.

 


"ქართული ოცნების" მთავარი მოწინააღმდეგე ამ ეტაპზე თავად "ქართული ოცნებაა". საერთოდ, კოალიციაში საქმიანობა რთულია. არის ეკონომიკური თემები, რომლებიც ნებისმიერ პარტიას შეუძლია გამოიყენოს თავის მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად, მაგრამ არის რეალობა, რომ თავადაც რომ იყოს ხელისუფლებაში, ვერ შეძლებდა დაეძლია ის, რასაც მსოფლიო პროცესები ჰქვია. ურთულესი სიტუაცია შეიქმნა ყველა ქვეყანაში, ვისთანაც ვვაჭრობთ და ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს. სავალუტო შემოსავლები ძალიან დაბალია, მნიშვნელოვნად შემცირდა, მათ შორის, ოჯახებში თანხების გადმორიცხვები. ძირითადად ამან განაპირობა ის, რომ ჩვენი რეიტინგი შემცირდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 


დეპუტატის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული კარგი საქმეების გაშუქება ხშირ შემთხვევაში არ ხდება, ან თუ ხდება, ძალიან მცირე დოზით.

 

 

"მე ვფიქრობ, ნებისმიერი პარტია C ჰეპატიტის პროგრამაზე, ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულებების პროგრამაზე ან სოფლის მეურნეობის პროგრამაზე, თუნდაც აბრეშუმის გზის 50 მილიარდიან პროგრამაში ჩართვაზე გააკეთებდა მთელ ფილმებს და წარმატებით გაუშვებდა დილას, შუადღეს და საღამოს. მე ვფიქრობ, რომ ეს სისუსტეები, რაც გააჩნია "ქართულ ოცნებას", არის მთავარი მოწინააღმდეგე "ქართული ოცნებისათვის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი