დავით ნარმანია მეტროპოლიტენის მემანქანეებს: მერიას ხელფასების მომატების რესურსი არ აქვს
01-03-2016, 03:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მეტროპოლიტენის მემანქანეების მიერ წინასაგაფიცვო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ თბილისის მერიას ხელფასების მომატებაის რესურსები არ აქვს.

 


"რაიმე არსებითი მოთხოვნა არ არის, არის სოლიდარობის ნიშნად მათი გამოსვლა, რომელსაც ადმინისტრაცია ადეკვატურად უპასუხებს. შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად მათ გვერდით ვდგავართ", - განაცხადა დავით ნარმანიამ და დაამატა, რომ თუ საჭირო გახდება, მეტროს მემანქანეებს მისი მოადგილე კურატორი შეხვდება.

 


"მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს, რადგან წელს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსის ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

 


თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილი დღეს მეტროპოლიტენ "დიდუბის" სადგურთან შეიკრიბა და პირობების გაუმჯობესების მიზნით აქცია მოაწყო.

 


აქციის მონაწილეების თქმით, ინფლაციის შედეგად მათი ხელფასი წინა წლებთან შედარებით დაბალი მსყიდველუნარიანობისააა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კანონის შესაბამისად ისინი 21 დღეს დაელოდებიან, რის შემდეგაც თუ ხელისუფლება მათ წერილებზე რეაგირებას არ მოახდენს, უვადო გაფიცვებს დაიწყებენ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი