ზურაბ მელიქიშვილი: დღევანდელი ეკონომიკური ზრდა უფრო მცირეა, ვიდრე ომის შემდგომ, მსოფლიო კრიზისის დროს იყო
01-03-2016, 03:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, დღევანდელი ეკონომიკური ზრდა უფრო მცირეა, ვიდრე ეს 2008 წელს ომის დროსა და შემდგომ, მსოფლიო კრიზისის დროს იყო.

 

 

„როდესაც ინვესტიცია, ექსპორტი, იმპორტი მცირდება, ლარი კი ხელოვნურ სუნთქვაზეა, ბუნებრივია ეკონომიკა მცირდება. ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით იანვრის მონაცემები გამოქვეყნდა, რომელიც სამწუხაროდ 0.8%-ს შეადგენს. ესაა 3.8%-ჯერ ნაკლები, ვიდრე დაგეგმილი იყო.
ზოგადად, აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა ბოლო წლებში საოცრად შემცირებულია. მხოლოდ იანვრის მონაცემები, რომ ავიღოთ და 2015 და 2016 წელს შევადაროთ, ვნახავთ რომ ის კატასტროფულად შემცირებულია. ეკონომიკა უკან მიდის," მიიჩნევს მელიქიშვილი.

 

 

მისი თქმით, 2004-2007 წლებში, საშუალოდ წლიური ზრდა 9.4% იყო.

 


"თუ ამ წლებს გავაერთიანებთ ომის შემდგომ პერიოდთან, ანუ 2004-2012 წლებთან, ვნახავთ, რომ საშუალოდ ეკონომიკური ზრდა 6.2% იყო. ხოლო 2013-2015 წლებში ეს 3.5% შეადგენს.

 

 

მნიშვნელოვანია კითხვა - სად ვიქნებით მომავალში ასეთი განვითარებით? თუ ჩვენ 0.8%-ით გავიზრდებით, ბელგიის დონეს 321 წელიწადში დავეწევით, ხოლო ესტონეთს 210 წელიწადში. თუ მთავრობა, დაგეგმილი რაც აქვს, ანუ 3%-ს წლიურ ზრდას მიაღწევს, ბელგიის დღეავდენლ დონეს 87 წელიწადში, ესტონეთისას კი 57 წელიწადში დავეწევით," აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი