ნინო ბურჯანაძე: თუ ისევ იმედი ექნებათ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაურიგებს ფულს ხალხს, ნამდვილად არაფერი შეიცვლება და ნურც პრეტენზია ექნებათ
01-03-2016, 04:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვლება, - ამის შესახებ ბურჯანაძემ "TV პირველის" ეთერში ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობის დროს განაცხადა და დაამატა, რომ თუ მოქალაქეებს ისევ იმედი ექნებათ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაურიგებს ფულს მათ, მაშინ "ნამდვილად არაფერი შეიცვლება".

 


"იმედია, ეს ხელისუფლება შეიცვლება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. იმედი მაქვს, ამომრჩევლები გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ბევრი ამბობს, რომ მაინც არაფერი შეიცვლება, რაც ყველაზე დიდი შეცდომაა. ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ ადამიანებს ნიჰილიზმი ჩაუნერგოს, რომ ცოტა ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე და ხელისუფლებამ შედეგების გაყალბება შეძლოს. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ამბობს, რომ მაინც არაფერი შეიცვლება რაც დიდი შეცდომაა. მე ვეტყვი ხალხს, თუ არ მოვლენ არჩევნებზე არაფერი შეიცვლება. 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ჭაობი ჩამოყალიბდა და ჩვენი თანამოქალაქეები თუ ისევ მათ დაუჭერენ მხარს, ვინც ეს ჭაობი ჩამოაყალიბა და რეალურად არაფერს აკეთებს, თუ ისევ იმედი ექნებათ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაურიგებს ფულს ხალხს, ნამდვილად არაფერი შეიცვლება და ნურც პრეტენზია ექნებათ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი