საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტის, "გადაიღე საქართველოში" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არაერთი საპროდიუსერო ჯგუფი დაინტერესებულია საქართველოში ახალი კინოფილმების გადაღებით.
"სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში წარმოვადგინეთ ახალი პროგრამა "გადაიღე საქართველოში". ეს არის პროგრამა, რომელიც ემსახურება საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებას და დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე გვყავს არაერთი საპროდიუსერო ჯგუფი, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ახალი კინოფილმების გადაღებით," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.