გიორგი კვირიკაშვილი: იქნება სრულიად ახალი გზები ქუთაისი-აბასთუმნის, ქუთაისი-სვანეთის, გომისა და რაჭის მიმართულებით
01-03-2016, 05:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას წარადგენს, რაც ახალი საავტომობილო გზების მშენებლობას ითვალისწინებს.

 


"გეგმის მიხედვით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან გარღვევას ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ეს იქნება სრულიად ახალი გზები ქუთაისი აბასთუმნის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ქუთაისი-სვანეთის მიმართულებით, ეს იქნება ახალი გზა, რომელიც დააკავშირებს გომსა და რაჭას, ეს იქნება ის ძირითადი მაგისტრალური გზები და ძალიან სწრაფი დასრულება მაგისტრალური სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, რომლის გარეშეც საქართველოს დაკავშირება რეგიონის ბიზნესებთან იქნება აბსოლუტურად წარმოუდგენელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დაამატა:

 


"ეს არის აბრეშუმის გზის ის პოტენციალი და დინამიზმი, რომელიც მოაქვს კავკასიაში და საქართველოს გავლით ევროპაში."

 

 

კომენტარები: 1
#1   მატნელი კაცი
      
მინდა წინ წამოიწიოს ახმეტა სიონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი. დაბა სიონი ახმეტიდან 12-13 კმ-ით არისდაშორებული. ამ გზის გაკეთება თანამედროვე მოთხოვნების დონეზე მ, 60 კმ-ით შეამცირებს ახმეტა-თბილისის დამაკავშირებელ გზას, რომელიც დღეისთვის 120 კმ მაქინც არის, თანაც ამას ექნება უაღრესად დიდი ეკონომიკური ეფექტი ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის
8 მარტი 2016 10:08
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი