იუსტიციის სამინისტრო გიორგი პაპუაშვილისათვის მიკუთვნებულ ქულებს ასაჯაროვებს
01-03-2016, 05:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის სამინისტრო სამთავრობო კომისიის წევრების მიერ, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა კონკურსში გიორგი პაპუაშვილისათვის მიკუთვნებულ ქულებს ასაჯაროვებს, საიდანაც ჩანს, რომ პაპუაშვილმა საკმაოდ დაბალი ქულები მიიღო.

 


იუსტიციის სამინისტროს განცხადებას guardian.ge უცვლელად გთავაზობთ.

 


"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და იმ უსაფუძვლო თავდასხმების საპასუხოდ, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი გიორგი პაპუაშვილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ ახორციელებს (საუბარია, განგებ ხელის შეშლაზე გამხდარიყო სტრასბურგში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლის კანდიდატი), იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს სამთავრობო კომისიის თითოეული წევრის მიერ გიორგი პაპუაშვილისათვის მიკუთვნებულ ქულებს. აქვე განვმარტავთ, რომ მაქსიმალური ქულა იყო - 5. თეა წულუკიანი - 0,5; ხათუნა თოთლაძე - 1; შალვა თადუმაძე - 0; მამუკა ვასაძე - 1; ეკა ბესელია - 2; ვახტანგ ხმალაძე - 4.5; მზია თოდუა - 2; უჩა ნანუაშვილი - 2.5; ზაზა ხატიაშვილი - 2; ირაკლი ბურდული - 3; ანა ნაცვლიშვილი - 2; საშუალო ქულა - 1.86.

 


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს ბატონ გიორგი პაპუაშვილს კიდევ ერთხელ გაეცნოს მისთვის გუშინ მიწოდებულ ამ ინდივიდუალურ შეფასებებს და საშუალო ჯამურ ქულას, რომელიც სამთავრობო კომისიის სრულმა შემადგენლობამ 2016 წლის 28 თებერვალს ერთსულოვნად დაამტკიცა.

 


სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელმაც თავისი საქმიანობა გამჭვირვალეობის პრინციპის დაცვით და ყველა წევრის აქტიური ჩართულობით იმუშავა, მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა. წევრები არიან: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე;საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა; საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაზა ხატიაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული; კოალიციის − "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" − წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.

 


აღსანიშნავია, რომ კომისია იმ 11 კანდიდატს გაესაუბრა, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. გასაუბრების შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატიდან მთავრობა სამ კანდიდატს შეარჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად.

 


გასაუბრებამდე მოსამართლეობის მსურველებმა უკვე გაიარეს შერჩევის 2 ეტაპი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 13 კანდიდატი შეირჩა წარმოდგენილი საბუთების მიხედვით. მათ ჩაუტარდათ ტესტირება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) ცოდნის დონის შესამოწმებლად. ტესტირებაზე გამოცხადებული 12 პრეტენდენტიდან კომპეტენციის საჭირო ზღვარი ყველა მათგანმა გადალახა.

 


მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 კანდიდატიდან ერთ-ერთს ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 1
#1   რომიკა
      
პაპუაშვილი საერთოდ არ უნდა გააკარო სასამართლოს. მონა, ვერ იქნება მოსამართლე
2 მარტი 2016 10:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი