შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებს ირაკლი ჩიქოვანსა და ვიქტორ დოლიძეს ხვდება. მინისტრი მათ ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
ალექსი პეტრიაშვლი საბურთალოს სასაფლაოზე რამდენიმე დღის წინათ უცნობმა პირებმა დაჭრეს. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ში საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ალექსი პეტრიაშვილის ახლობლები და ოჯახის წევრების მუხლის გადაკვალიფიცირებას და საქმის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიებას ითხოვენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.