ქობულეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - საგზაო ინფრასტრუქტურას 3 მილიონ 673 ათასი ლარი მოხმარდება
01-03-2016, 06:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის იერსახის მოწესრიგების მიზნით წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება. ქალაქის რამდენიმე უბანში აქტიურად მიმდინარეობს ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოები.

 

 

როგორც guardian.ge -ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის წელს ქობულეთის ადგილობრივ ბიუჯეტში 3 673 197 ლარია გათვალისწინებული.

 


ქალაქის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

 


ამ ეტაპისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად კომახიძის, ლესელიძის, აბაშიძის, რუსთაველისა და ბაგრატიონის ქუჩებზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა სანიაღვრე სისტემები და ბორდიურები.

 

 

ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოების დასრულება ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი