ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ირაკლი ცეცხლაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ფიჭვნარში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ამ ეტაპისთვის შენობის საძირკვლის მოწყობითი სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა აშენდება, რომელიც 150 აღსაზრდელზეა გათვლილი. მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა.
ინფრასტრუქტურლი ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 788 888 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს „ემტეემი“ აწარმოებს, მშენებლობა კი ოქტომბრის თვეში დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება და საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს კიდევ 3 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობაა დაგეგმილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.