ადიგენში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველთა მხრიდან მყისიერი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, ვითარება დროულად განიმუხტა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად აკონტროლებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო) მიმდინარეობს.
"ადიგენში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით გვსურს გაცნობოთ, რომ სამართალდამცველთა მხრიდან მყისიერი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, ვითარება დროულად განიმუხტა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად აკონტროლებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო) მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს, თავი შეიკავონ პროვოკაციისა და ძალადობრივი დაპირისპირებისგან, "ვინაიდან ადამიანის უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე პოლიცია კანონით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს დაუყოვნებლივ მიიღებს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.