რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
05-06-2014, 06:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში მიიჩნევენ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად რიგი პილიტიკური ძალები სამინისტროს მიმართ დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებენ.

 


" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მიზანმიმართულად ცდილობს დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას მთავრობისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის შესახებ და ამგვარად ცდილობს პოლიტიკური ქულების მოპოვებას.

 


დღეს, როდესაც საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალ-ყურს სამინისტროს საქმიანობას, განსხვავებით წინა წლებისაგან, როდესაც სამინისტროს საქმიანობა ბურუსით იყო მოცული, ჩვენი ნებისმიერი საქმიანობა გამჭვირვალეა და არ ვმალავთ არც წარმატებებს და არც იმ პრობლემებს, რომლებთანაც გვიწევს გამკლავება.

 


2012 წლის არჩევნების შემდეგ სამინისტრომ მენეჯმენტის თანამედროვე პრინციპებით წარსულს ჩააბარა სახელისუფლებო ძალადობა, როგორც მართვის ფორმა. საბიუჯეტო რესურსების ათვისება არამიზნობრივად და მხოლოდ მაღალჩინოსნების პირადი შეხედულებისამებრ შეიცვალა საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული პროექტებით. საგულისხმოა, რომ 2012 წლის დეკემბრიდან არ არსებობს კომპანიების ან კერძო პირების საკუთრების ხელყოფის არც ერთი ფაქტი; სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობა გაუჩნდა უკლებლივ ყველა მეწარმე სუბიექტს, რაც წარსულში მხოლოდ ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაახლოებულ პირებსა და კომპანიებს შეეძლოთ.

 


წარმოდგენილ გრაფიკზე ჩანს, რომ 2013-2014 წლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინვესტიციო აქტივობა პერმანენტულად და მაღალი ტემპებით იზრდება. ამ პერიოდში განხორციელებული სამუშაოების მოცულობა აღემატება ყველა წინა წელს, 2011-ის გარდა.

 


აღნიშნულ სპეკულაციებზე პასუხის გასაცემად და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე საზოგადოების უფრო სრულყოფილი ინფორმირების მიზნით (მათ შორის 2011-წლის მაჩვენებლის შესახებ), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პარასკევს, 6 ივნისს, ყველა მედიასაშუალებისთვის გამართავს პრესკონფერენციას, სადაც ნებისმიერ კითხვას გაეცემა პასუხი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი