"ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის შემოღებითა და მასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციებით პრობლემები არ გადაიჭრება, ახალი პრობლემები კი, შეიქმნება" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, მიხეილ მაჭვარიანმა განაცხადა.
"ტყუილია საუბარი იმის შესახებ, თითქოს აღნიშნულს ევროდირექტივა ითვალისწინებს. მიმაჩნია, რომ ეს არის დამატებითი თავის ტკივილი და პრობლემის შექმნა, დამატებითი შემოწმების შემოღება. თუნდაც ადგილობრივ დონეზე ჯანდაცვის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი ვერ აუვა ამ საქმიანობას და არანაირი გარანტია იმისა, რომ ეს მომხმარებლისთვის წარმატებით დასრულდეს, არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ადგილი აქვს სახელმწიფოს როლის უაზროდ გაზრდას და ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე ზრუნვას, რომ ჩინოვნიკი ტიპად გამოჩნდეს. არანაირი უკეთესი პირობები იმ სადალაქოში თუ ტატუს სალონში, რომელიც ჩემს ეზოშია, ამ ცვლილებებით არ შეიქმნება – უბრალოდ ერთი შემმოწმებელი დაემატება", - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.
პროექტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტებისთვის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია ნებაყოფლობითი იქნება, გარდა გამონაკლისი სუბიექტებისა. ეს გამოკლისია, ესთეტიკური და კოსმეტიკური სალონები და ის სუბიექტები არიან, რომლებიც ცხოველური საკვების, მცენარის პროდუქტების წარმოებით არიან დაკავებული. მათთვის ეკონომიკიურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო იქნება. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირება სავალდებულო იმ ფირმებისთვისაც ხდება, რომლებიც უცხოეთში დასაქმების მომსახურებას ეწევიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.