BBC: ზიმბამბვეს 92 წლის პრეზიდენტი, რობერტ მუგაბი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს
01-03-2016, 09:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზიმბამბვეს 92 წლის პრეზიდენტი, რობერტ მუგაბი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს. მუგაბი მმართველმა პარტიამ Zanu-PF -მა კანდიდატად უკვე დაასახელა. ამის შესახებ BBC იუწყება.

 


იმის მიუხედავად, რომ მმართველმა პარტიამ იგი 2018 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა, როგორც BBC წერს, მუგაბის ასაკიდან გამომდინარე, Zanu-PF -ში მისი მემკვიდრეობისთვის ბრძოლა სავარაუდოდ, მუგაბის ცოლ გრეისსა და ვიცე პრეზიდენტ ემერსონ მნანგავას შორის წარიმართება.

 


ამასობაში ქვეყანაში ოპოზიციურ არენაზე გამოდის ზიმბაბვეს პირველი ვიცე პრეზიდენტი ქალი, მუგაბის ყოფილი მძლავრი მოკავშირე ჯოის მუჯურუ, რომელმაც პარტია „ზიმბაბვეს ხალხი პირველ ყოვლის“ ჩამოაყალიბა, რადგანაც მიიჩნევს, რომ „ზიმბაბვე დაშლილი ქვეყანაა“.

 


მუჯურუ მე-2 პირი იყო ზიმბაბვეში 10 წლის განმავლობაში, მანამ, სანამ 2014 წელს მას მუგაბი თანამდებობიდან გააძევებდა, მისთვის შეთქმულების მოწყობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.

 


60 წლის მუჯურუ, რომლის ოჯახსაც ფართო ბიზნეს-ინტერესები გააჩნია, სახელისუფლებო კანდიდატის მთავარი მეტოქე იქნება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

 


რობერტ მუგაბი 21 თებერვალს 92 წლის გახდა და უკვე 35 წელია, რაც ქვეყნის უცვლელი მმართველია.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი