თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ გოგი თოფაძის განცხადებების და გააქტიურების უკან არამც და არამც არ დგას ბიძინა ივანიშვილი. ხიდაშელი მიიჩნევს, რომ თოფაძის უკან გარე ძალები დგანან და „ეს არის კამპანიური მოქმედება“, თუმცა ხიდაშელის თქმით „ეს ძალები კოალიციაში არ უნდა ვეძებოთ და ეს ძალები ჩვენს მეზობელ ქვეყანაში უნდა ვეძებოთ.“ ხიდაშელმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს კურსი შეიცვალოს. ამის შესახებ მან „რუსთავი2“-ზე გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა კოალიცია, რომლის მთავარ პირველ, ნომერ პირველ სუბიექტად დაასახელა „რესპუბლიკური პარტია“, მან ეს არჩევანი გააკეთა, მან ძალიან კარგად იცოდა, ბევრწლიანი დაკვირვებით პოლიტიკურ სპექტრზე, ვის აცხადებდა, ვისთან ერთად მიდიოდა ამ ბრძოლაში და ვინ ეგულებოდა საიმედო პარტნიორებად. შემდეგ საქართველოში გაჩნდა მთავრობა, მოვიგეთ ჩვენ ეს არჩევნები ყველამ ერთად, მოვიდა მთავრობა და იმ მთავრობაში გოგი თოფაძე არ დაუპატიჟა პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და არც იმის შემდეგ მთავრობებში არ დაუპატიჟიათ იმ ორ პრემიერ მინისტრს,“ განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.