საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ირაკლი ალასანაის „ნერვებმა უმტყუნა“ და მისი ოპოზიციაში გადასვლა შეცდომა იყო, - ამის შესახებ ხიდაშელმა „რუსთავი2“-ზე გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალაც „რესპუბლიკელების“ წინააღმდეგ მოსკოვში დაწერილი სცენარის მიხედვით იგივე კამპანია მიმდინარეობს, თუმცა მისი თქმით, იგი არსად წასვლას არ აპირებს.
ხიდაშელის ამ განცხადებას წინ უძღოდა მისი მხრიდან მოსაზრების გაჟღერება იმის შესახებ, რომ „პროპაგანდისტული მანქანა ყოველდღიურად აღვივებს ნიჰილიზმს, აღვიებს უიმედობას, რომელიც იძახის, რომ ნატო კარგია, მაგრამ თქვენთვის არ არის, უჰ, ევროკავშირი გადასარევია, ფანტასტიურია, მაგრამ ქართველებისთვის არასოდეს არ იქნება, რომელიც მოსკოვში, კრემლის ფონზე მართავს პრეს-კონფერენციებს და იძახის, რომ აა, ევროკავშირი უვიზოს შეგვიპრდა, აგერ ბატონო ორშაბათს... (გადაცემის წამყვანი აწყვეტინებს - ბურჯანაძეს გულისხმობთ?) არა ასე ინდივიდუალურად, ეს ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. საქართველოში ადამიანები ამ მიზანს, ამ ამოცანებს ემსახურებიან, მაგრამ ეს სცენარები საქართველოში არ იწერება,“ აღნიშნა თინა ხიდაშელმა და დააკონკრეტა, რომ ამგვარი სცენარები, ბალტიისპირეთის, პოლონეთის, უკრაინის თუ საქართველოსთვის, ერთ ქალაქში, მოსკოვში იწერება.
ხიდაშელმა გარკვეულწილად მათი, „რესპუბლიკელები“-ს და „თავისუფალი დემოკრატები“-ს ხელისუფლებიდან ჩამოცილების ერთი და იგივე სცენარზე ისაუბრა და პარალელების გავლებისას თქვა, რომ ამ კამპანიის ამოცანაც ზუსტად ეს იყო.
„ერთადერთი ამოცანა, რომელსაც ეს კამპანია ემსახურებოდა, სინამდვილეში ეს იყო, რომ... ჩვენც წავსულიყავით ოპოზიციაში, ვიღაცას რაღაც მომენტში ნერვები უმტყუნებდა. ეს იყო იგივე სცენარი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის ნერვებს უნდა ემტყუნა,“ განაცხადა ხიდაშელმა და დაამატა:
„მე ვთვლი, რომ ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ისინი არ უნდა წასულიყვნენ ოპოზიციაში, აუცილებლად ვთვლი ამას და ეს ადრეც მითქვამს. იმ მომენტში ეს არ იყო სწორი არჩევანი. არსად არ ვაპირებ წასვლას,“ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.