თინა ხიდაშელი: ომში წამსვლელად მაშინ ოპოზიციაში იყო ნინო ბურჯანაძე... ნინო ბურჯანაძე არ აურჩევია ბიძინა ივანიშვილს
01-03-2016, 14:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თინა ხიდაშელი გამორიცხავს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან პრო-რუსული ძალების მიმართ არჩევანის გაკეთებას, - ამის შესახებ ხიდაშელმა „რუსთავი2“-ზე გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. ხიდაშელი არ დაეთანხმა წამყვანის მოსაზრებას, რომ თავის დროზე „ბიძინა ივანიშვილმა მკაფიო მხარადაჭერა გამოხატა ნინო ბურჯანაძის და ირმა ინაშვილის მიმართ“.

 

 

„ასეთი განცხადებები არ არის სიმართლე, ასეთი განცხადებები ჩვენ არ გვახსოვს. არ გვახსოვს ასეთი განცხადებები. არ არის სიმართლე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ვინმეს მიმართ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა, გარდა იმისა, ვინც დაპატიჟა საკუთარ კოალიციაში.“

 


გადაცემის წამყვანი - "მისთვის მისაღები ოპოზიცია, ასე განაცხადა მან."

 


„შეიძლება თქვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს მკაფიო მხარდაჭერას. მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავენ მათ მიმართ, ვისთან ერთადაც ომში მიდიან და ამ ომში წამსვლელად მაშინ ოპოზიციაში იყო ნინო ბურჯანაძე... ნინო ბურჯანაძე არ აურჩევია ბიძინა ივანიშვილს. „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ აირჩია ამ ომში წამსვლელად. ამ ბრძოლაში მერე ვიღაც ძალები ჩნდებოდნენ და ისინი უარს იღებდნენ და მათ შორის იყო ნინო ბურჯანაძეც. მე იქ ვიყავი მთელი 11 თვის განმავლობაში, შტაბში ვიყავი პირველი დღიდან და ყველა მახსოვს, ვინც იქ გაიარა, ვინც შემოდიოდა და მიდიოდა,“ აღნიშნა ხიდაშელმა და დაამატა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის 5 ოქტომბრის განცხადებით და შემდგომი ქმედებებით „დაამტკიცა საკუთარი არჩევანიც, საკუთარი სიმპათიებიც, პოლიტიკურ სიმპათიებს ვგულისხმობ, ბუნებრივია, საკუთარი ერთგულებაც იმ ღირებულებების მიმართ, რომელიც, მე თამამად შემიძლია ვთქვა, აბსოლუტურად არაფრით არ განმასხვავებს ამ ადამიანისაგან,“ განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი