თინა ხიდაშელი: პროკურატურის მიერ დაწყებულმა გამოძიებამ ეჭვქვეშ დააყენა მთელი სახელმწიფო სისტემა, მთელი მანქანა, რომელიც მუშაობს არჩევნებზე
01-03-2016, 22:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თვლის, რომ საგარეჯოს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება უშუალოდ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ეკუთვნის. ამის შესახებ მან "რუსთავი2"-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ პროკურატურის მიერ დაწყებულმა გამოძიებამ "ეჭვქვეშ დააყენა მთელი სახელმწიფო სისტემა, მთელი მანქანა, რომელიც მუშაობს არჩევნებზე."


"ჩვენ ყველანაირი დოკუმენტაცია მივეცით პროკურატურას. დარწმუნებული ვარ, იქ ვერავინ ვერაფერს ნახავს და განსხვავებულ შედეგს ვერ დადებს. ჩემთვის პიროვნულად თინა ხიდაშელისთვის, როგორც ფიზიკური პირისთვის და არა თავდაცვის მინისტრის, პოლიტიკოსის, ხელისუფლების წარმომადგენლისთვის აბსოლუტური კომფორტია ის, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე დადასტურდება, რომ იქ არაფერი არ ყოფილა და ეს ყველაფერი არის ტყუილი, ცილისწამება, აბსურდის თეატრი, შეკვეთილი, დადგმული კამპანია ადამიანის წინააღმდეგ, რომლის ატანაც არ შეუძლიათ.


ამ გადაწყვეტილებით პროკურატურამ მე კი არ მომაყენა ზიანი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მე ამით კომფორტი მაქვს შექმნილი, რადგან ზუსტად ვიცი შედეგი – ყველა დოკუმენტმა ჩემს თვალწინ გაიარა და გარდა ამისა, ყველა ადამიანს გავეჯიბრები არჩევნების პატიოსნებისადმი ერთგულებაში, მან ეჭვქვეშ დააყენა მთელი სახელმწიფო სისტემა, მთელი მანქანა, რომელიც მუშაობს არჩევნებზე, რაც ძალიან მაწუხებს," განაცხადა თინა ხიდაშელმა და დაამატა:


"მე მგონია, რომ შოთაძემ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ცუდი კუთხით რომ წავიდეთ, ვთქვათ, შოთაძეს ვიღაცამ დაავალა და ჩემი დაჭერა უნდათ. იმდენად მარტივი საქმეა, რომ მაშინ ხომ უნდა სცოდნოდა, რაზე მიდიოდა. ამ საქმეს მარჯვნიდან, მარცხნიდან, წინიდან, ზემოდან, ვერსაიდან კუდს ვერ მოაბამ. ეს არის, ერთის მხრივ, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციით და, მეორეს მხრივ, უზარმაზარი ვიდეო არქივით გამაგრებული ამბავი. ვიღაცას სერიოზული მიზნები რომ ჰქონოდა, ახლა ამით თინას მოვუვლითო, მაშინ ხომ დაინტერესდებოდა წინასწარ რა დოკუმენტაცია გაგვაჩნია ჩვენ?" განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი