პრემიერმა გარდაბანში კომბინირებული საკვების საწარმო დაათვალიერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გარდაბანში კომბინირებული საკვების საწარმო GEOFEED-ი დაათვალიერა. მთავრობის მეთაური საწარმოო პროცესს გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა.
როგორც საწარმოს მფლობელმა ირაკლი ღარიბაშვილს განუმარტა, ქარხანა 40 დასახელების უმაღლესი ხარისხის გრანულირებულ-კომბინირებულ საკვებს აწარმოებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ 2012 წლიდან დღემდე გარდაბნის მუნიციპალიტეტში უცხოური და პირდაპირი ინვესტიციის შედეგად რამდენიმე მსხვილი საწარმო აშენდა და გაფართოვდა. მისი შეფასებით, ქარხნის მუშაობა და ლოკალურად წარმოებული პროდუქტის მოხმარება რეგიონის მკვიდრთათვის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სტიმული იქნება.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, კომბინირებული (გრანულირებული) საკვების საწარმო GEOFEED-ი 2014 წლის თებერვალში გაიხსნა. შპს "ფარიდის" მიერ საწარმოში განხორციელებულმა პირდაპირმა ინვესტიციამ 1.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. GEOFEED-ი პირუტყვის, ფრინველის და თევზის მოხმარებისთვის თვეში – 900, ხოლო წელიწადში საშუალოდ 11 000 ტონამდე 40 დასახელების უმაღლესი ხარისხის გრანულირებულ/კომბინირებულ საკვებს აწარმოებს. საწარმოში ამჟამად 26 ადამიანი მუშაობს, თუმცა უახლოეს მომავალში დასაქმებულთა რიცხვის 45-მდე გაზრდა იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.