როდის გამოაქვეყნებს ბრიუსელი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ოფიციალურ დოკუმენტს?
02-03-2016, 00:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

როდის გამოცხადდება საქართველოსთვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება, ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები განმარტებებს აკეთებენ.


ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივით ევროპარლამენტს და ევროპულ საბჭოს უახლოეს პერიოდში მიმართავს, - განაცხადა ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ "რუსთავი2"-თან საუბრისდას, თუმცა მას ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია.


"ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ კომისიის მხრიდან ევროსაბჭოსთვის ოფიციალური წარდგინება რეგულაციის ცვლილების შესახებ, მოხდებოდა უახლოეს კვირებში. შესაბამისად, ჩვენ ამას ველოდებით, რის შემდეგაც დაიწყება ცვლილების განხილვა. ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილებაც მალე უნდა განხორციელდეს, რათა საქართველომ მიიღოს ის შედეგი, რომელსაც იმსახურებს თავისი გატარებული რეფორმებით", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


ამავე საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა ევროკავშირში საქართველოს ელჩმაც. ნატალია საბანაძე ამბობს, რომ ქართული მხარე უახლოეს დღეებში ელოდება, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება როგორც ევროპულ საბჭოში, ისე ევროპარლამენტში შევა.


"განხილვა დასრულებულია და უახლოეს დღეებში ველოდებით, რომ წინადადება შევა როგორც ევროპულ საბჭოში, ასევე პარლამენტში. რაც შეეხება უკრაინას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, რომ უკრაინამ საქართველოსთან ერთად მიიღოს უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილება. ეს როგორც ჩვენს ინტერესებშია, ისე მათ ინტერესებში, მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ შეფასება უნდა მოხდეს ცალ-ცალკე - იქნება ორი წინადადება და გადაწყვეტილება ან დაემთხვევა, ან არ დაემთხვევა", - აღნიშნა ელჩმა.



"ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქვეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის!" ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ Facebook -ის საკუთარ გვერდზე გუშინ დაწერა.


"მეგობრებო, როგორც ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ დღეს მეძლევა საშუალება, წინასწარ გაგიზიაროთ ახლახანს ბრიუსელიდან, ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან მიღებული ძალიან სასიხარულო ინფორმაცია.

 
ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქვეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის!!!


ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, ბოლო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის შეთანხმების ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესაყვანად.


გილოცავთ ყველას და მადლობა ყველას, ვინც, მიუხედავად დიდი წინააღგმდეგობებისა შინ და გარეთ, ამ დიდ ბრძოლაში ეს დიდი გამარჯვება მოგვაპოვებინა.



დარწმუნებული იყავით, ეს გამარჯვება უდიდეს სიკეთეებს მოუტანს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას!", წერს ზვიად კვაჭანტირაძე.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი