შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შს მინისტრმა სააგენტოს პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. გიორგი მღებრიშვილმა, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ეზოში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გამოფენა და სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა. აღნიშნული შენობა აშშ-ს ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში აშენდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა შს მინისტრსა და დამსწრე სტუმრებს გასული წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის, მათ შორის, სააგენტოს ახალი საიტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, ჩატარდა სიმულაციური ჩვენება: ხანძრის ქრობა, ქიმიურ ინციდენტზე რეაგირება, დაზარალებულის სიმაღლიდან ჩამოყვანა და ძაღლის დახმარებით ნანგრევებიდან ამოყვანა.
სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.