ეკა ბესელია: პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მზადაა, ადიგენში არსებული წინააღმდეგობრივი თემა მოლაპარაკების გზით მოაგვაროს
02-03-2016, 01:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ადიგენში, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მზადაა, ჩაერთოს პროცესში და ეს წინააღმდეგობრივი თემა მოლაპარაკების გზის მოაგვაროს" - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.


"საქართველო საუკუნეების მანძილზე არის მრავალფეროვანი ეროვნებისა თუ მრწამსის ხალხის თანაცხოვრების სანიმუშო მაგალითი. ეს არის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულობა. ამდენად ნებისმიერ გამოვლენა შეუწყნარებლობის და არატოლერანტულობის ეწინააღმდეგება სწორედ ქვეყნის კულტურულ ფასეულობებს.

 

 

კომიტეტი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აუცილებლად მიიჩნევს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მყისიერად და კანონის სრული დაცვით და ნებისმიერი წინააღმდეგობრივი თემის მხოლოდ დაუყონებლივ მშვიდობიანი და მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. კომიტეტი მზადაა იყოს ჩართული ამ პროცესში", - წერს ბესელია.

 

 

დაბა ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება ორი დღის წინათ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს, რომლებიც ადიგენის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის გამოყოფის საკითხს იხილავდნენ, თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად სამმა მუსლიმმა ფიზიკური დაზიანება მიიღო.

 

 

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ მხდარზე გამოძიება სსკ-ის 156 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი