ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ირაკლი ცეცხლაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სპორტული მოედნების მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საფეხბურთო და კალათბურთ-ფრენბურთის სტადიონების მოწყობა, რომლის განხორციელებისთვისაც 462 190 ლარია გათვალისწინებული.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სათამაშო მოედნები, მაყურებელთა ტრიბუნები, გასახდელები, საშხაპეები. კალათბურთ-ფრენბურთის მოედანზე ხელოვნური საფარი გაკეთდება, ხოლო საფეხბურთო მოედანი ბუნებრივი საფარით დაიფარება.
სტადიონების სამშენებლო სამუშაოების დასრულება მაისის თვეში იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.