მარნეულში გუშინ მომხდარ ფაქტში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული მორატორიუმი გავრცელდება , - ამის შესახებ შს მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ამის პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება, თუმცა დამნაშავე პირების შესახებ საზოგადოება სწორედ არჩევნების შემდეგ შეიტყობს.
"გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება გუშინვე დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მორატორიუმია გამოცხადებული, წინასწარ არაფერს ვიტყვით. არჩევნების შემდეგ, ყველა, ვინც კრიმინალურ ქმედებაში მიიღო მონაწილეობა პასუხისგებაში მიეცემა", - განაცხადა ჭიკაიძემ.
შს მინისტრის ინფორმაციით, გამოკვეთილია კონკრეტულ ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრის, ასევე ხულიგნობის ფაქტები. გარდა ამისა, ჭიკაიძის თქმით, უწყებას ცესკო-მაც მიმართა, რომელიც მასზე ზეწოლის განხორცილებაზე საუბრობს.
გუშინ, მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს გიგი უგულავამ და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ისინი საოლქო კომისიის თავმჯდომარისგან განმარტებებს მოითხოვდნენ, თუ რატომ აპირებდა "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატის, აკმამედ იმამყულიევის არჩევნებიდან მოხსნას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.