ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს
02-03-2016, 02:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ხელმძღვანელობით გაიმართა, განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, დადგენილების პროექტი „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“. სხდომას საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.


აღნიშნული დადგენილების საფუძველზე ქალაქ ხობში ბერიას ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 9 აპრილისა და ბერიას ქუჩებზე შემოღებულ იქნება ცალმხრივი მოძრაობა, კერძოდ ცოტნე დადიანის ქუჩიდან აიკრძალება ბერიას ქუჩის მიმართულებით შეხვევა და ამ ქუჩების გადაკვეთაზე განთავსდება ამკრძალავი ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“.


ასევე 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე განთავსდება ამკრძალავი ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“ და 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთიდან ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით აიკრძალება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა.

 

 

სხდომაზე ასევე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, რომლის თანახმად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იგივე დარჩა, რაც 2015 წელს იყო განსაზღვრული. დღეის მდგომარეობით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ქალაქ ხობის ტერიტორიაზე შეადგენს 12.38 ლარს, სოფლებში _ 3.71 ლარს, დასახლებათა შორის არეალებში _ 3.1 ლარს, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) _ 6.19 ლარს. დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ, საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი