თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ახლად აშენებულ კორპუსში, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ 132 ოჯახს ბინები გადაეცა. ბინები დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერეს და ოჯახებს შეხვდნენ.
როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, დადიანის ქუჩაზე აღნიშნული კორპუსის წინ 2 ახალი კორპუსი შენდება, სადაც სექტემბერში 200 ოჯახი მიიღებს ბინებს. სექტემბრამდე 300 ოჯახი თბილისის ზღვაზე აშენებულ კორპუსებში განთავსდება.
"მთლიანობაში წლის განმავლობაში ამ კორპუსის გამოკლებით, 600-მდე ოჯახი მიიღებს ბინას თბილისში. მთლიანობაში საქართველოში წელს ბინას მიიღებს დაახლოებით, 2 200 დევნილი. ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება," განაცხადა სოზარ სუბარმა.
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი გაგრძელდება.
"ეს არის ძალიან დიდი სიხარული ამ ხალხისთვის. ეს არის ძალიან დიდი სიხარული ჩვენთვის. 2013 წლიდან მოყოლებული მთლიანად ჩვენ 11 000 ოჯახზე მეტს გადავეცით და დავუკანონეთ საცხოვრებელი სახლები. ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ და შევეცდებით, რომ უახლოეს მომავალში დავასრულოთ სრულიად ეს მიმართულება და დავაკმაყოფილოთ ჩვენი დევნილი მოსახლეობა," განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დადიანის ქუჩაზე 132 ბინა მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის პროექტის ფარგლებში, შპს ,,ლიტ ჯეო ინვესტისგან" კონკურსის საფუძველზე შეიძინა. მათ აღნიშნული ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, გადაეცათ. 132 ბინიდან 84 ერთოთახიანია, 24-ოროთახიანი, ხოლო 24 - სამოთახიანი. 132 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე გახდება.
დადიანის ქუჩაზე ბინები მიიღეს როგორც აფხაზეთიდან, ისე სამაჩაბლოდან დევნილმა ოჯახებმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.