დევნილი ოჯახი, რომელიც კომუნალური დავალიანებების დასაფარად ყოველთვიურად 15 ლარს არ გადაიხდის, ელექტროენერგიას და გაზს, ბუნებრივია, ჩაუჭრიან, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარის თქმით, წეროვანში, ისევე როგორც ყველა კოტეჯური დასახლება, რომელიც არის თბილისიდან ლიხის ქედამდე, დავალიანების ჩამოწერა 2-ჯერ მოხდა.
"ეს დავალიანებები გროვდება და გროვდება. გავაფრთხილეთ, რომ ყველამ უნდა დაიწყოს გადახდა. შარშან მაქსიმუმი გავაკეთეთ. მთელი ეს დავალიანება, რომელიც ზოგიერთი ოჯახისთვის 50 ლარი, ზოგიერთისთვის კი 2000 ლარი იყო, გავანაწილეთ ისე, რომ თვეში 15 ლარზე მეტის გადახდა არ უწევთ. ოჯახი, რომელიც დავალიანებებიდან 15 ლარს არ გადაიხდის, მას, ბუნებრივია, ჩაუჭრიან", - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, დავალიანებები ხშირ შემთხვევაში ბევრ ისეთ ოჯახს აქვს, რომლებიც არც სოციალურად დაუცველები არიან, არც გაჭირვებულები და ზოგ შემთხვევაში არც დევნილები არიან.
"ახლა ამაზე ვმუშაობთ. სოციალურად დაუცველები ვინც არიან, იმათ შეიძლება კიდეც გავუგოთ, მაგრამ ზოგადად, რომ გაზის ფული არ გადაიხადოს ოჯახმა ასეთი რამ არ ხდება და არ არის სწორი. 2-ჯერ მოხდა გადახდა და იმ იმედით, რომ მუდმივად მოხდებოდა გადახდები, იწყება და იწყება დაგროვება. ეტყობა წელს არჩევნების წინა წელია და პოლიტიკური პარტიები აქეზებენ, რომ თუ არ გადაიხდით და მოაწყობთ მიტინგებს, ჩამოგეწერებათო. ვეღარ ჩამოეწერება მეტს იმიტომ, რომ რა უნდა ქნას მაშინ სხვა ადამიანებმა, რით შეიძლება იყოს პრივილეგირებული ადამიანი, რომლესაც გავუკეთეთ მაქსიმუმი. 15 ლარის გადახდა უწევთ თვეში მათ მიერ დაგროვილი დავალიენების და ეს უნდა გადაიხადონ", - განაცხადა სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.