"მოვითხოვთ "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ" კანონის თანახმად საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგამოძიებო სტრუქტურებმა გამოიკვლიონ უკანონოდ, დანაშაულებრივად დადებული ხელშეკრულება, დასაჯონ დამნაშავეები, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს დაკარგულ საბიუჯეტო მილიონებს და აღიდგენს სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ ფუნქციას" - ამის შესახებ პარტია "მემარცხენე ალიანსის" გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა თბილისის აეროპორტში დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა.
"თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შეუძლია სერიოზული კონკურენცია გაუწიოს სტამბოლისა და ანკარის აეროპორტებს. როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპიდან აზიისა და ავსტრალიისკენ მიმავალი ავიარეისებისათვის ეკონომიკურად უფრო მომგებიანია ტრანზიტი განხორციელდეს არა თურქეთის, არამდე საქართველოს გავლით, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის და არა მარტო, უაღრესად მომგებიანი იქნება. ეს ფაქტი დიდი ხანია ცნობილია საავიაციო და ბიზნეს წრეებისთვის და 90-იან წლებში კიდეც იგეგმებოდა თბილისში გრანდიოზული აეროპორტის მშენებლობა, რომელიც მიიღებდა ტრანსკონტინენტურ ლაინერებს. სამწუხაროდ ეს პროექტი ჩაიშალა 2003 წელს მომხდარი ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. იმის გამო, რომ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას ბიზნესინტერესებში არ შედიოდა ეს პროექტი, ამ დიდი ეროვნული საქმის ჩასაშლელად ბიძა-დიშვილი თურქული კომპანია TAV-თან შევიდნენ კორუფციულ გარიგებაში და თბილისის და ბათუმის აეროპორტები გაასხვისეს. შედეგად, ხსენებულმა კომპანიამ შეგნებულად აღარ განახორციელა ჩვენი დედაქალაქის საჰაერო კარიბჭის მოდერნიზაცია-გაფართოება, რაც მთლიანად შედიოდა თურქეთის ეროვნულ ინტერესებში.
დღევანდელმა ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ ს/სამართლის საქმე აღეძრა სააკაშვილისა და მის ბიძაზე სამშობლოს ინტერესების გაყიდვასა და სახელმწიფო ბიუჯეტის ასეული მილიონობით ზარალის მუხლით, გაეუქმებინა ხსენებული კაბალური ხელშეკრულება, საოცარი დუმილი ამჯობინა, რაც საფუძვლიან ეჭვს გვიჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წელს დაწყებული სამარცხვინო პოლიტიკური კოჰაბიტაცია ბიზნესის სფეროშიც "წარმატებით" გრძელდება.
მოვითხოვთ "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ" კანონის თანახმად საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგამოძიებო სტრუქტურებმა გამოიკვლიონ უკანონოდ, დანაშაულებრივად დადებული ხელშეკრულება, დასაჯონ დამნაშავეები, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს დაკარგულ საბიუჯეტო მილიონებს და აღიდგენს სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ ფუნქციას" - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.