დევიდ ქამერონმა ვლადიმერ პუტინს ხელი არ ჩამოართვა
06-06-2014, 04:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთში ვლადიმერ პუტინისა და მსოფლიოს ლიდერების შეხვედრა გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. აუდიენცია არ შედგა ბარაკ ობამასთან. პირველი შეხვედრა პუტინსა და დევიდ ქამერონს შორის პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში გაიმართა. როგორც საერთაშორისო პრესა წერს, ბრიტანეთის პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრისას ხელი არ ჩამოართვა, საუბრის მთავარი თემა კი უკრაინა იყო.

 


როგორც აუდიენციის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, პუტინს უკრაინაში აგრესიის შეწყვეტა სთხოვა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა რუსეთისა და საფრანგეთის პირველი პირების შეხვედრა, რომელიც ელისეის სასახლეში გაიმართა. აუდიენციის დასრულების შემდეგ არც ერთმა ლიდერმა მედიისთვის კომენატარი არ გააკეთა. მოგვიანებით, რუსეთის პირველი პირის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ ხასიათს ატარებდა. პუტინის შემდეგ კი საფრანგეთის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგას შეხვდა. დღეს რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრაა დაგეგმილი.

 

 

კომენტარები: 1
#1   Leonardoxica
      
27 ივნისი 2018 21:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი