დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის ინიციატივით, საკრებულოს სააქტო დარბაზში, შ.პ. ს . მექანიზატორის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შ.პ.ს. მექანიზატორის დირექტორის კოტე ნაცვლიშვილის განცხადებით ,,მოუხვნელი არ დარჩება არც ერთი გოჯი მიწა. ჩვენ მზადყოფნაში ვართ, მობილიზებულია ტექნიკა, საჭიროების შემთხვევაში, ტრაქტორებს აღმოსავლეთ საქართველოდანაც დავიმატებთ", აღნიშნა მან.
თავის მხრივ, საგაზაფხულო სამუშაოების პროცესში შ.პ.ს. მექანიზატორთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს გამგებლის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში და სოფლებში ნიადაგის თავისებულებებსა და აგრო ვადების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
,,სოფელი კინჩხა, მოგეხსენებათ, მაღალმთიანი ზონაა და აქ ხვნის პროცესს რიგი სპეციფიკა ახლავს, რელიეფურადაც არის ძნელად მისადგომმი ადგილები, რაც სამუშაოების წარმოებისთვის მეტ დროს და სპეციალურ ტექნიკას მოითხოვს. კარგი იქნება, თუ ამ საკითხებს პროცესის დაწყებამდე გავითვალისწინებთ, რათა მოსახლეობას დროულად და ეფექტურად მოვემსახუროთ,,- განაცხადა გამგებლის წარმომადგენელმა კინჩხის ადმინისტრაციულ ერთეულში გია ხურცილავამ .
კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადრება გამგებლის პირველმა მოადგილემ ოთარ ქაშიბაძემ და განაცხადა, რომ ,, ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. საგაზაფხულო სამუშაოების პროცესს განსაკუთრებულ კონტროლზე ავიყვანთ, რათა ყველა ის სიკეთე, რასაც ცენტრალური ხელისუფლება მოსახლეობისთვის აკეთებს, თითოეულ მოქალაქემდე ღირსეულად მივიტანოთ."
კონსლუტაციის გაწევისა და ნებისმიერი საკითხში მოსახლეობის გარკვევის მზადყოფნა გამოთქვა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო საკონსლუტაციო სამსახურის უფროსმა ბადრი ბახტაძემ და შეხვედრის მონაწილეებს კიდევ ერთხელ დეტალურად განუმარტა ხვნის ბარათების გამოყენების წესი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.