მანანა კობახიძე: რა მოხდა საგარეჯოში? - ამას ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა გაეცეს
02-03-2016, 06:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება და ამაში პროკურატურის ჩართვა, რა თქმა უნდა, არ არის ხელისუფლებისთვის საამაყო"- განცხადება ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიემ გააკეთა.

 

 

"სხვა გზა, ალბათ, არ აქვს პროკურატურას, როცა საჯაროდ ასეთი სახის განცხადებები ვრცელდება. უმჯობესია, რომ ერთხელ და სამუდამოდ, პასუხი გაეცეს, რა მოხდა სინამდვილეში. რა თქმა უნდა, ირაკლი შოთაძე როგორც მთავარი პროკურორი, თავად არის პასუხისმგებელი იმ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდება პროკურატურის მხრიდან და როგორც ჩანს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. თუმცა კანონი სხვა შესაძლებლობას მას არც აძლევდა. კანონში პირდაპირ გვიწერია, რომ სავარაუდოდ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს საფუძველს იმისა, რომ დაიწყოს ძიება. ეს პროცესი დაწყებულია. ახლა მთავარია, რაც შეიძლება ეფექტურად, სწრაფად, გაჭიანურების გარეშე გაეცეს ამ კითხვებს პასუხი. რაც უფრო დიდხანს ჭიანურდება ეს საქმეები, რა თქმა უნდა, ზარალდება ხელისუფლება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი