ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანში ახლად აშენებული საბავშვო ბაღების შენობები დაათვალიერეს
02-03-2016, 06:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანში ახლად აშენებული და გელაურში მშენებარე საბავშვო ბაღების შენობები დაათვალიერეს.


ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება. "მუნიციპალიტეტისთვის სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება", აცხადებენ გამგეობაში.


მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ფიჭვნარის, გელაურისა და ჩაქვის საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშოები მიმდინარეობს, ასევე წელს ზენითში, დაგვასა და ცეცხლაურში აშენდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები.


როგორც გამგეობაში აცხადებენ, ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში აშენდა 5 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 17 საბავშვო ბაღს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. დღეის მდგომარეობით ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 20 საბავშვო ბაღი, სადაც 2 140 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას. საბავშვო ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულია 378 ადამიანი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი