თინა ხიდაშელი თავდაცვის უწყების დოქტრინებზე მომუშავე პირად შემადგენლობას შეხვდა
02-03-2016, 07:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი თავდაცვის უწყების დოქტრინებზე მომუშავე პირად შემადგენლობას შეხვდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

"თავდაცვის მინისტრი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დოქტრინებზე მომუშავე ჯგუფების 2015 წლის საქმიანობით, გადაწყვეტილების მიღებისა და პრიორიტეტების დადგენის პროცესით დაინტერესდა. მან ყურადღება ნატოს ვარშავის სამიტამდე მნიშვნელოვანი დოქტრინების მომზადების საკითხზე გაამახვილა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, დოქტრინების პრიორიტეტების დადგენა უსაფრთხოების კუთხით არსებულ რეალობასთან მისადაგებული უნდა იყოს.

 

 

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო დოქტრინების მიმართულებებს, სახელმძღვანელოების მომზადებისა და დანერგვის საკითხებს. თავდაცვის მინისტრი უახლოეს მომავალში, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების დოქტრინებზე მომუშავე ჯგუფების ხელმძღვანელებს შეხვდება.

 

 

შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე დაესწრო"-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი