აკაკი ბობოხიძე: არ მინდა თეა წულუკიანს ისე ვუპასუხო, როგორც ღირსია
02-03-2016, 09:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მერიდება და იმ ტონის შესაბამისად მაინც ქალი ჰქვია და არ მინდა ისე ვუპასუხო როგორც ღირსია მაგრამ ვეცდები რამენაირად კორექტული ვიყო" - ასე გამოეხმაურა"ერთიანი ნაციონალური მოზრაობის" წარმომადგენელი, აკაკი ბობოხიძე უისტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

 

 

„მერიდება და იმ ტონის შესაბამისად მაინც ქალი ჰქვია და არ მინდა ისე ვუპასუხო როგორც ღირსია მაგრამ ვეცდები რამენაირად კორექტული ვიყო. რა ქნას მუშამ, რომელმაც მეორე სემესტრში შვილი ვერ გაუშვა სკოლაში იმიტომ, რომ მისთვის ჩასაცმელი და ფეხსაცმელი არ ჰქონდა. მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში დამიკავშირდა მე ეს ხალხი და მთხოვა ამ თემის გაჟღერება. თურმე ქალბატონი წულუკიანი მეტრაბახება იმით, რომ 4 თვეში დასამთავრებელი ისეთ ფირმაც მისცა ასაშენებლად, რომ 9 თვეში ვერ დამთავრდა. ჩაბრძანდით ბატონო ჯიხაისში და ის ხალხი ნახეთ რომელსაც 4 თვეში დასამთავრებელ სამუშაო 9 თვე გაეწელათ და დღესაც ხელფასი არ მიუღიათ. ეს არის თქვენი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ,“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

 

 

მანამდე კი თეა წულუკიანმა აკაკი ბობოხიძის განცხადებას დიდ ჯიხაიში მუშების ხელფასების დაკავების თაობაზე, სოციალურ ქსელში ასე უპასუხა. "კაკო. მუშა როდის იყო ამგვარ კომპანიას აინტერესებდა, ძლივს ააშენა 9 თვეში 4 თვეში ასაშენებელი (ხო, ხო, არ დამიბარებია ციხეში ჩაგსვამ-მეთქი, საპროცესოს მოგანატრებ-მეთქი, გლდანში ცოცხით საკანს დირექტორის კაბინეტს დაგაგვევინებ-მეთქი, თვარა ეგებადა კი დაესრულებინა 4 თვეშიც). ასეა თუ ისეა, საკუთარ საქმეს მიხედე, კაკო. ჰო, და კიდევ, გახსნაზე გეპატიჟები. მინდა, ვნახო, დიდ ჯიხაიშში რა რეიტინგი გაქვს, კაკო. ბავშვმაც თუ იცის, ეს მაინტერესებს".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი