საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილების წარდგენა ბრიუსელში "ძალიან მალე მოხდება."
"ჩვენი მიზანია, რომ ახალი ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც შემუშავდება, იყოს ორიენტირებული სექტორალური თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ეკონომიკურ ინტეგრაციასა და შემდგომ უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზე ევროპულ სტრუქტურებთან," აღნიშნა ჯანელიძემ და დაამატა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციათან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილების წარდგენა ბრიუსელში "ძალიან მალე მოხდება."
"ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში. ველოდებით, რომ ძალიან მალე მოხდება საკანონმდებლო ცვლილების წარდგენა საბჭოში და პარლამენტში და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა პოლიტიკური მხარდაჭერაც და გადაწყვეტილება იქნეს მიღებული მალე", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.