საბურთალოს საკრებულოს მაჟორიტარი: თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება, მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება
03-03-2016, 01:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მოკვლევა აუცილებლად უნდა დაიწყოს, თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება" - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, შორენა ბუხრაშვილმა დიდ დიღომში წყლის მილის დაზიანების და საცხოვრებელი კორპუსების ავტოსადგომების დატბორვის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

 

"ამ დროისთვის ჯერ ზარალის ოდენობა არ არის დათვლილი, თუმცა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", სადაზღვევო კომპანია და გამგეობა ერთად დაითვლის ზარალს და აუცილებლად მოხდება მისი ანაზღაურება. ავარია მოხდა წყლის მილზე, სავარაუდოდ კარგად არ იმუშავა იმ სანიაღვრე სისტემამ, რომელიც ახალი გაკეთებულია. ამასთან დაკავშირებით მოკვლევა აუცილებლად უნდა დაიწყოს. თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება", - განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.

 

 

დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამთენიისას წყლის მილი გასკდა. წყლის ნაკადი 12 მეტრს აღწევდა.

 


ძლიერი წნევის გამო მიწიდან ამოხეთქილმა წყალმა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსები დატბორა. ასევე დაზიანდა ავტომობილები. ამ მომენტისთვის წყალი დაკეტილია.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი