საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰაუპტვახტები უქმდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობას დასამტკიცებლად ხვალ წარედგინება.
უწყების ცნობით, ახალი სადისციპლინო წესდების მიხედვით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეების მიმართ უქმდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა - ადმინისტრაციული პატიმრობა (ჰაუპტვახტში მოთავსება).
"ეს ჰუმანური და სამართლიანი ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან სამხედრო დისციპლინის მიმართ ყურადღების მოდუნებას არ ნიშნავს. არამედ პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი ადმინისტრაციულ დარღვევის მიმართ სამინისტროს მიდგომა იქნება უფრო მკაცრი და ადექვატური", - აცხადებენ სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.