"ქართული ოცნება" პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს, ეს ერთი კაცის ირგვლივ შეკრებილი გუნდია, ამიტომ სერიოზული გადაწყვეტილებები მოსალოდნელი არ არის, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი, დემურ გიორხელიძე პრემიერის მიერ "ქართულ ოცნებაში" შესაძლო განახლებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
"მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უნდა მივიდეთ იმ აზრამდე, რომ კოალიციები იქმნება არჩევნების შედეგების შემდეგ, თუ პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ დააგროვებს უმრავლესობას, რომელიც მთავრობის ფორმირების საშუალებას მისცემს მას. მაშინ უმრავლესი ხმების მიმღებ პარტიას, მის მეთაურს დაევალება გადაწყვეტილების მიღება, ანუ კოალიციის შექმნა.
ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ არის შემოკრებილი გუნდი, ხოლო ჩვენი ხალხის მიამიტობა იწვევს ამ ცუდ სიტუაციას, როცა ჩვენ ვენდობით ერთ კაცს, გვყავს ერთი ბელადი, ერთი მარჩენალი, ის არის ყველაფერი და არავინ აკვირდება ამ ადამიანის უკან სიაში რა ხალხი ზის. "ქართულმა ოცნებამ" 2012 წელს რაც გააკეთა ამ უაზრო კოალიციის აკრებით, ერთი უბედურებაა, ახლა თუ კოალიციობანას თამაში გაგრძელდა, მეორე უბედურება იქნება. 2016 წელს სერიოზული ცვლილებების არანაირი პერესპექტივა არ ჩანს. მეტნაკლებად ყველაფერი უცვლელად დარჩება და ეს პოლიტიკური ლიდერების შეცდომაა", - აღნიშნა გიორხელიძემ
გიორგი კვირიკაშვილმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ცვლილებებს განახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.