მამუკა არეშიძე: ადიგენის პრობლემა გაცილებით მალე მოგვარდებოდა, მასში ადგილობრივი ხელისუფლება და რელიგიის სააგენტო თავის დროზე რომ ჩარეულიყვნენ
03-03-2016, 03:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ადიგენის პრობლემა გაცილებით მალე მოგვარდებოდა, მასში ადგილობრივი ხელისუფლება და რელიგიის სააგენტო თავის დროზე რომ ჩარეულიყვნენ" - განცხადება ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა.

 


"ეს საკითხი სოფელში დიდი ხნის განმავლობაში იყო სადავო. მე ვთვლი, რომ ყურადღებით რომ ყოფილიყვნენ შესაბამისი სტრუქტურები, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე რელიგიის სააგენტო, ბევრად უფრო მალე მოგვარდებოდა ეს თემა. რასაკვირველია, როდესაც პრობლემა გაჩნდა მერე ვიღაცამ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მოინდომა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამის დამადასტურებელია ის, რომ უამრავმა ანგაჟიებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოიყარა იქ თავი და უამრავ უცხოურ მედიაში გაშუქდა, თან ისეთი ქვეყნების მედიაში, სადაც ინტერესი აქვთ ამ პრობლემის არსებობის.

 


ისინი ადრე თავიანთ მიცვალებულებს ასაფლავებდნენ ან გვერდზე სოფელში, სადაც მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს, ან მიჰყავდათ აჭარაში. ეს პრობლემა წლობით გრძელდება წინა ხელისუფლებების პერიოდშიც. პრობლემები არის უნდა აშენდეს თუ არა სალოცავი სახლები, სადაც არის უმრავლესობა ერთ-ერთი რელიგიისა და ცდილობს იყოს დომინანტური. ეს პრობლემა არის ყველგან, სადაც ცხოვრობენ ორივე რელიგიის წარმომადგენლები", - განაცხადა არეშიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი