გიგლა აგულაშვილი: დაპირისპირების დეტალები განხილული უნდა იყოს კოალიციის შიგნით
03-03-2016, 03:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი კოალიციაში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

 

"დაპირისპირების დეტალები პრემიერის ამ განცხადებამდე და მით უმეტეს ამ განცხადების შემდეგ, უნდა იყოს განხილული კოალიციის შიგნით" - აღნიშნა აგულაშვილმა.

 

 

მინისტრმა კომენტარი გააკეთა საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ მზად არის, ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს.

 

 

"სიამოვნებით ვითანამშრომლებ არა მარტო ამ საკითხზე, არამედ სხვა ნებისმიერ საკითხზე გამოძიებასთან. საუბრობენ გაყალბებაზე, თუმცა, ის რაც არ ყოფილა, იმას ვერავინ შექმნის. წინასაარჩევნოდ, როდესაც გარკვეული ძალები ცდილობენ მოიკიდონ ფეხი ქვეყნის მაცხოვრებელთა გარკვეულ ნაწილში, ძალიან გააქტიურდა ე.წ. რბილი ძალა. მედია, სოციალური ქსელები, ტელევიზიები, ნიჰილიზმის დათესვა და დანერგვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ყველაფერი ცუდი რომ დასავლეთიდან მოდის თურმე და ყველაფერ საუკეთესო ჩრდილოეთიდან, ეს მზეც ჩრდილოეთიდან რომ ამოდის, ასეთი მესიჯები ინტენსიურად ისმის, რაც მიმართულია საზოგადოების დიდი ნაწილის დეზორიენტაციაზე, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, მე ვიზიარებ თავდაცვის მინისტრის განცხადებას,“ - განმარტა გიგლა აგულაშვილმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ცვლილებებს განახორციელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი