"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დიდ დიღომში, წყალსადენზე მომხდარი დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს მოკლე დროში შეისწავლის და სრულად აანაზღაურებს, - ამის შესახებ კომპაინის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ჰიპერმარკეტ "გუდვილის" სიახლოვეს, 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის მონაკვეთი დღეს დილით, დაახლოებით 6 საათზე, ავარიულად დაზიანდა. მომხდარზე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მხრიდან რეაგირება მყისიერად მოხდა - ტექნიკურმა ბრიგადებმა მაგისტრალური მილის წყლისგან დასაცლელად სამუშაოების ჩატარება დაუყოვნებლივ დაიწყეს. ურთულესი დაზიანება მოკლე დროში იქნა ლიკვიდირებული. წყალმომარაგების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია - აცხადებენ კომპანიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.