შეერთებული შტატების გავლენიანი "რესპუბლიკელები" დონალდ ტრამპის წინააღმდეგ
03-03-2016, 03:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატის გამოვლენის პიკზე, შეერთებული შტატების გავლენიანი"რესპუბლიკელები" მთავარი გამოკვეთილი კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც მან 7 შტატში ერთდროულად მოიპოვა გამარჯვება, ღიად საუბრობენ. ამის შესახებ BBC წერს.


ტრამპმა საკუთარი თავი "გამაერთიანებლად" გამოაცხადა, მაგრამ მის მიმართ ვეტერანი "რესპუბლიკელი" პოლიტიკოსების მხრიდან მძაფრი წინააღმდეგობა შეიმჩნევა.


ოთხშაბათს, სამხრეთ კაროლაინას სენატორმა ლინდზი გრეიამმა განაცხადა, რომ ტრამპი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს. ამასობაში კი გადამდგარი ნეიროქირურგი ბენ კარსონი, რომელმაც ცუდი შედეგები აჩვენა, მიანიშნებს, რომ ტრამპი შესაძლოა მარათონიდან გამოვარდეს.


მის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში "ვერ ხედავს წინ მიმავალ გზას" და ამიტომ არ დაესწრება ხუთშაბათს სატელევიზიო დებატებს.


ამ ფონზე რესპუბლიკელების ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მით რომნიმ განაცხადა, რომ ის ხუთშაბათს წარმოთქვამს სიტყვას. მოელიან, რომ იგი წინააღმდეგობას გაუწევს ტრამპს. რომნი სასტიკად კრიტიკულია ბიზნესმენის მიმართ, რომლის უკომპრომისო შეხედულება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ემიგრაცია, რესპუბლიკური პარტიის მთავარ ღერძს არის აცდენილი.


ე.წ. "სუპერ სამშაბათს" ტრამპის გამარჯვებამ, მისი, როგორც "რესპუბლიკელების" ყველაზე მოსალოდნელი ფიგურის, "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატის წინააღმდეგ თეთრი სახლისათვის ბრძოლაში პოზიციის კონსოლიდირება მოახდინა.


ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა კი ასეთია: ტეხასის სენატორმა თედ კრუზმა სუპერ სამშაბათს, 11-იდან სამ შტატში გაიმარჯვა და ჯამში 4 შტატში აქვს მოპოვებული წარმატება, მაშინ როცა ფლორიდას სენატორს, მარკო რუბიოს, პრაიმერების დაწყებიდან დღემდე, მხოლოდ ერთი შტატი (მინესოტა) აქვს მოგებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი