მიგრანტთა კრიზისი: ევროკავშირის ხელმძღვანელი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის საბერძნეთსა და თურქეთში მიემგზავრება
03-03-2016, 05:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საბერძნეთსა და თურქეთში ჩავა და შეეცდება მოძებნოს გამოსავალი და გამონახოს საერთო მიდგომა ევროპის გაუარესებულ საიმიგრაციო კრიზისთან მიმართებაში. ამის შესახებ BBC წერს.


ტუსკმა განაცხადა, რომ თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულებზე გადამსვლელი ემიგრანტების რაოდენობის შემცირება არის მთავარი გასაღები ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. 25 000 ათასზე მეტი ემიგრანტი ახლა საბერძნეთში იძულებით იმყოფება, რადგან უფრო ჩრდილოეთით სასაზღვრო კონტროლი გამკაცრებულია.


მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების  განხილვას მოელიან ასევე დიდი ბრიტანეთი-საფრანგეთის სამიტზეც, რომელიც დღეს იმართება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ ქამერონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მოლაპარაკებას გამართავენ საფრანგეთის ქალაქ ამიენში, სადაც განსახილველ საკითხებს შორისაა ტერორიზმთან ბრძოლა და კონფლიქტები ლიბიასა და სირიაში.


შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საშუალებას მისცემს მიგრანტებს დიდ ბრიტანეთში შემოწმების გარეშე იმგზავრონ, თუ კი ივნისის რეფერენდუმში ბრიტანელები ხმას მისცემენ ევროკავშირის დატოვებას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი