"გიორგი კვირიკაშვილის განცხადება უფრო დაბალანსებული იყო და ის გამოდიოდა არა რომელიმე პარტიის ინტერესებიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან" - ამის შესახებ დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.
"მგონი, ეს განცხადება ყველას მისამართით იყო ნათქვამი, ვინც ცდილობს კოალიცია საკუთარი პარტიის ინტერესებისთვის გამოიყენოს და არა თავისი პარტია ქვეყნის ინტერესებისთვის. ყველა პარტია ცდილობს, რომ ეს სათავისოდ გამოიყენოს, მაგრამ გააჩნია, ამას ვინ როგორ ახერხებს. ეს ყველაფერი ცუდად უჯდება ქვეყანას. ყველა პარტია ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს", - აღნიშნავს მეჭიაური.
დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე ვერ აკონკრეტებს მოუწევს თუ არა პოსტის დატოვება თავდაცვის მინისტრს.
"ამას ვერ გეტყვით, ეს პრემიერის პრეროგატივაა და მან უნდა გადაწყვიტოს. უკეთესს შემთხვევაში კოალიცია გასუფთავდება. ჩემი აზრით, ერთი მხრივ, კოალიცია არ უნდა შედგებოდეს არეული რასისგან, ცისფერსისხლიანებისგან და პლებეებისგან, მეორე მხრივ, მონებისგან. ის უნდა იყოს თანაბარი როგორც პიროვნებების კუთხით, ასევე პოლიტიკური ჯგუფებით. ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი - რიგითი სადღაც თავს უფლებას აძლევს, რომ კოალიციის დამაარსებელით ერთი მხრივ ისარგებლოს და ის რაც მისგან აქვს, მიიღოს და მეორე მხრივ, ის კრიტიკის ქარ-ცეცხლში საჯაროდ გაატაროს. ამაზე კი, მისი არც ერთი თანაპარტიელი საწინააღმდეგო განცხადებას არ აკეთებს. ამასთანავე, ერთი სიტყვის შეშლისთვის სხვას - კოალიციის სხვა წევრს ლამის ცოცხლად მარხავენ. ასეთი განსხვავებული მიდგომები სანამ იქნება, კოალიციას ობიექტურობის საფუძველი არ ექნება. ამ შეფასებას კონკრეტული ადრესატი რომ არ ჰყავდეს, არ ვიტყოდი", - აღნიშნა მეჭიაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.